გერმანიაში, 28 დეკემბრიდან კოვიდ შეზღუდვები მკაცრდება

გერმანიაში, ფედერალური და რეგიონული ლიდერები კოვიდ შეზღუდვების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

28 დეკემბრიდან, კერძო შეკრებებზე 10-ზე მეტი ვაქცინირებული და ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პირის თავშეყრა იკრძალება.

რაც შეეხება რესტორნებს, ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა კვლავ საჭირო რჩება.

გერმანია გააძლიერებს ვაქცინაციის „ბუსტერ“ კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 83 მილიონია, 70.4% სრულადაა აცრილი, 32.6%-ს კი - „ბუსტერ“ დოზა მიღებული აქვს.