ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში გრიპის საწინააღდეგო აცრის ეფექტიანობის სტატისტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც გრიპის ვაქცინა გაიკეთეს, Сovid-19 უფრო მსუბუქად გადაიტანეს.
ალერგოლოგ-იმონოლოგი ალერგიულ ადამიანებს აფრთხილებს და მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს. მისი თქმით, პაციენტს, რომელსაც კვერცხზე ალერგია აქვს, აცრა აუცილებლად ექიმების გარემოცვაში უნდა ჩაიტაროს და 40 წუთი მათი დაკვირვების ქვეშ იყოს, ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებსაც პირველ აცრაზე ალერგია გამოუვლინდათ, აცრა მეორედ აღარ უნდა ჩაიტარონ.
კულუმბეგოვის განმარტებით, გრიპის ვაქცინა რამდენიმე სახის არსებობს და პაციენტმა ისინი რამდენიმე კრიტერიუმით უნდა შეარჩიოს.
„სამკომპონენტიანი ვაქცინის პლუსი ისაა, რომ გვერდითი მოვლენები ნაკლებად ახასიათებს, მაგრამ გვიან აყალიბებეს იმუნურ პასუხს. ამიტომ, აცრის გასაკეთებლად იდეალური პერიოდი იყო ოქტობერი ნოემბერი, ვიდრე გრიპის შტამი გააქტიურდება. ახლა ვინც იკეთებს სამკომპონენტიან ვაქცინას, ორი კვირა თავი უნდა დაიცვას და გრიპი აირიდოს, რადგან ვაქცინას ჯერ მოქმედება არ ექნება დაწყებული.
რაც შეეხება ოთხკომპონენტიან ვაქცინას, ეს არის პასტერის ინსტიტუტის ვაქცინა. მას ძლიერი იმუნოგენობა აქვს. ამ მხრივ, უფრო ძლიერი ვაქცინაა და ერთ კვირაში იძლევა შედეგებს“, - აცხდებს კულუმბეგოვი. მისი თქმით, სეზონის განმავლობაში ერთი აცრა საკმარისია. ერთადერთი 7 წლამდე ბავშვებში უნდა განმეორდეს ვაქცინის გაკეთება.
„გრიპი იმდენად რთული და დამაზიანებელი ვირუსია, გრიპის ვაქცინაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. იმუნურ სისტემას აძლიერებს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქვეყანაში B ტიპის ვირუსმა დაიწყო ცირკულირება . კორონამდე, ექიმებშიც კი გრიპის ვაქცინის გაკეთების მაჩვენებლი 30 პროცენტი იყო. წელს 70 პროცენტამდე გაიზარდა სამედიცინო სექტორში. წინა კვირაში გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, გრიპის შტამი. გრიპი იქნება, მაგრამ არ მგონია, ისეთი რაოდენობით, რომ მომართვიანობა გაზარდოს და კორონავირუსით ინფიცირებულებს საწოლები წაართვას“, - განაცხადა კულუმბეგოვმა გადაცემაში „დილის შოუ“.