ესპანეთში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა გააკეთა.

ესპანეთში მოსახლეობის 80% აცრილია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე, ქვეყანაში ყოველდღიურად COVID19-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება . გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის დაახლოებით 50 ათასი მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კვლავ დაბალია.