გერმანია და საფრანგეთი მოუწოდებენ როგორც უკრაინის სამთავრობო ძალებს, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, პატივი სცენ ცეცხლის სრული შეწყვეტის რეჟიმის აღდგენას, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და გააგრძელონ დისკუსია ჰუმანიტარულ სფეროში შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შესახებ, როგორიცაა გადასასვლელების გახსნა და დაკავებულთა გაცვლა“, - განაცხადეს სამინისტროებმა.
განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენას მიესალმა.