საფრანგეთში COVID19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 91 608 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ამასთან, საფრანგეთის საავადმყოფოებში კიდევ 179 ადამიანი გარდაიცვალა, რეანიმაციულ განყოფილებებში კი კოვიდ პაციენტების რაოდენობამ 3 208-ს მიაღწია.

„დღევანდელი მაჩვენებლები არ არის კარგი”, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა, რომელმაც წინა კვირაში საზოგადოება გააფრთხილა, რომ ყოველდღიური შემთხვევები ქვეყანაში მალე 100 000-ს მიაღწევდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ „ბუსტერ“ დოზით აცრის კამპანია ქვეყანაში ვირუსის მეხუთე ტალღას შეაჩერებს და მკაცრი, ახალი შეზღუდვების დაწესებას ააცილებს თავიდან.