"ავღანეთში „თალიბებმა“ ავტომობილებში მუსიკის ჩართვა აკრძალეს", - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ამასთან, მძღოლებს ეკრძალებათ, ავტომობილში ქალი ჰიჯაბის გარეშე იჯდეს.
შეგახსენებთ, აგვისტოში „თალიბებმა“ ავღანეთის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. „თალიბანმა“ ავღანეთი ისლამურ საამიროდ გამოაცხადა, სადაც სამოქალაქო ხელისუფლება რელიგიური კონტროლის ქვეშაა. დასავლეთის ქვეყნები „თალიბანს“ ავღანეთის კანონიერ ხელისუფლებად არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათთან მომავალი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაიცავენ ავღანეთში ადამიანის უფლებებს.