ანტონიუ გუტერეში: COVID19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება

COVID19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიო შემდეგი პანდემიებისთვის უნდა მოემზადოს.

"COVID19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება. რამდენადაც ჩვენ ამჟამად ვპასუხობთ ჯანმრთელობის ამ კრიზისს, უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის. ეპიდემიისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღეს, მოდით, ამ საკითხს მივაქციოთ ის ყურადღება და მივცეთ ის ინვესტიცია, რასაც იმსახურებს“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.