ნათია თურნავა ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: მივესალმები, რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე

ეკონომიკის მინიტრი ნათია თურნავა ჯანდაცვის ახალ მინისტრს საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალს უწოდებს. მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიესალმება, რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე.

ნათია თურნავას თქმით, დღის წესრიგში დგება თანხების მეტად ეფექტიანი განკარგვა, ეს ერთი ამოცანაა, რომელსაც ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთა გაუმკლავდება, ვიდრე სხვა რომელიმე პროფესიის ადამიანი.

„საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალია, ჩემი კოლეგა, ეკონომისტი, ფინანსისტი, საერთოდ მივესალმები, რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე. ეს წარმატების საწინდარია, შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სექტორი არის ერთ-ერთი მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო და სექტორი. განსაკუთრებით კოვიდის პერიოდში, მისი რესურს ტევადობა გაიზარდა უფრო მეტად... კოვიდი ჯერ არსად წასულა და ეს გამოწვევა წინ არის. აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დგება თანხების მეტად ეფექტიანი განკარგვა, ეს ერთი ამოცანა, რომელსაც ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე სხვა რომელიმე პროფესიის ადამიანი.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი გამოწვევა, როგორიცაა ფასები და სხვადასხვა სერვისი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატური ხარისხის ფასების მქონე ჯანდაცვის სერვისები მივაწოდოთ და ეს დიდად არის დამოკიდებული ჯანდაცვის სექტორის რეფორმის შემდგომ ეტაპზე.

ეს დიდად არის დამოკიდებული ფინანსური ნაკადების სწორ მენეჯმენტზე და ვფიქრობ, აქ იქნება ძალიან დიდი როლი ახალი მინისტრის და მისი ეკონომიკური გამოცდილების“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

ამავე თემაზე:

ლევან დავითაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: არ არის აუცილებელი ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი სამედიცინო სფეროდან იყოს

პრემიერი: ზურაბ აზარაშვილი ექიმის ოჯახში გაიზარდა, არის ძლიერი მენეჯერი. თავად დავრწმუნდი ამაში, როდესაც თავდაცვის მინისტრი ვიყავი