„შეიძლება დავარქვათ როტაცია, შეიძლება ამას დავარქვათ ბუნებრივი პროცესი“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას აღწერს.
„ჩვენთვისაც გულდასაწყვეტი იყო მისი გადაწყვეტილება და მე მინდა მას მადლობა გადავუხადო, როგორც გუნდის წევრს და ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს. უბრალოდ, მას აქვს თვისი ხედვა, თავისი გეგმები, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მე იმედი მაქვს, კიდევ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის სწრაფი ცვლა უნდა აჩენდეს თუ არა კითხვებს, ღარიბაშვილი ამ შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ შეიძლება, ამას დავარქვათ როტაცია, შეიძლება ამას დავარქვათ ბუნებრივი პროცესი.
„საბოლოო ჯამში, გუნდი არის ერთიანი, აქ პიროვნებებზე ნაკლები აქცენტი უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამავე თემაზე