ბრაზილიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბაიას შტატში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

ბაიას შტატს, სადაც დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხანგრძლივი წვიმის შედეგად ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე წყალდიდობა დაატყდა თავს, თუმცა მდგომარეობა შობის დღეებში გაუარესდა მას შემდეგ, რაც შტატში ორი კაშხალი გაირღვა.

დატბორილი სახლები მოსახლეობამ მაშველების დახმარებით დატოვა.

”სამწუხაროდ, თავს დაგვატყდა ბაიას ისტორიაში ყველაზე უარესი სტიქია,“- განაცხადა შტატის გუბერნატორმა რუი კოსტამ.

მისი თქმით, 72 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.