„ბატონი ზურა ახალგაზრდა პიროვნებაა, ენერგიული, კარგი გამოცდილებით. ყველას იმედი უნდა გვქონდეს, რომ საქმეს თავს გაართმევს და საკმაოდ წარმატებული მინისტრი გახდება“, - NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურა აზარაშვილი ამ სიტყვებით შეაფასა.
„ის ეკონომიკისა და ფინანსების ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, თანაც სერიოზული გამოცდილებით. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენ მოკლედ ვეძახით „ჯანდაცვის“, არადა ეს გახლავთ ყველაზე უფრო დიდი და მაღალბიუჯეტიანი სამინისტრო.
რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ამ სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი - 6 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვისთვის, არადა აქედან 1.2 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვის ხარჯებისთვის, ხოლო დანარჩენი გახლავთ პენსიები, სოციალური დახმარებები და სხვ. სოციალური სფეროს ფინანსური კომპონენტი და მართვა მთლიანად სოციალური სფეროსი ერთ-ერთი მთავარია. ბატონი ზურა ახალგაზრდა პიროვნებაა, ენერგიული, კარგი გამოცდილებით. ყველას იმედი უნდა გვქონდეს, რომ საქმეს თავს გაართმევს და საკმაოდ წარმატებული მინისტრი გახდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამავე თემაზე:
თამარ გაბუნია: მინისტრის მთავარი სიძლიერე არის პოლიტიკური ხედვა და მენეჯმენტის გამოცდილება
რა თანამდებობები ეკავა ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრობამდე