ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი "ქართული ოცნების" მხრიდან, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
"სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას, გადაარჩინოს დემოკრატია?", - წერს უილიამ კორტნი twitter-ზე.