აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს სატელეფონო საუბარს გამართავენ.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს-სპიკერის, ემილი ჰორნიმლს თქმით, ლიდერები არაერთ საკითხს განიხილავენ, მათ შორის იანვარში დაგეგმილი შეხვედრის დეტალებს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტების საუბრის თემა ასევე იქნება უკრაინის საზღვრის კრიზისი და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა.
აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე თვეში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის რიგით მეორე სატელეფონო საუბარია.