ბრიტანეთმა Pfizer-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო ტაბლეტები დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაამტკიცა ამერიკული კომპანია Pfizer-ის მიერ კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილი „პაკსლოვიდის“ ტაბლეტები.

ამასთან, „პაკსლოვიდი“ ინიშნება ძალიან სწრაფად კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღეებში და პრეპარატის მიღება ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს არავაქცინირებულ ადამიანებში.

"პაკსლოვიდი" მეორე ვირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის სამკურნალოდ დაამტკიცა მას შემდეგ, რაც ნოემბერში მარეგულირებელმა ორგანოებმა პრეპარატი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცეს.