საფრანგეთის პრეზიდენტი: მტკიცედ ვარ დარწმუნებული, მომავალი წელი უკეთესი იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად ის მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მომდევნო წელი უკეთესი იქნება.

„დღეიდან საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე იქნება. ჩვენ ეს მომენტი პროგრესისთვის უნდა გამოვიყენოთ, 2022 წელი ევროპის შემობრუნების წელი უნდა იყოს", - განაცხადა მაკრონმა.