ჯო ბაიდენი: რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს

"რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს", – თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ პსაკის განცხადებით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა. ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, რომელიც მომავალ კვირას აშშ-ისა და რუსეთს შორის ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით დაიწყება.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ „არაფერი შენზე შენს გარეშე“. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბაიდენმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ნდობის აღდგენის ღონისძიებებისადმი დონბასში დაძაბულობის დეესკალაციისთვის და აქტიური დიპლომატიის მიმართ მინსკის შეთანხმებების განხორციელების წინსვლისთვის, ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.