სუდანის პრემიერ-მინისტრმა მასობრივი პროტესტის შემდეგ თანამდებობა დატოვა

სუდანის პრემიერ-მინისტრმა აბდალა ჰამდოკმა მასობრივი პროტესტის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მინისტრის გადაგდომის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში უსაფრთხოების ძალებმა კვირას, დედაქალაქთან სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს სამი ადამიანი მოკლეს.

25 ოქტომბერს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას სუდანის სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებენ. გადატრიალების დროს აბდალა ჰამდოკი დროებით დააკავეს. ქვეყნის სამხედრო უფროსმა, გენერალმა აბდელ ფატა ალ-ბურჰანმა, ნოემბერში ჰამდოკი პოზიციაზე აღადგინა, როგორც სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების ნაწილი. მომიტინგეები ძალაუფლების სამოქალაქო ხელისუფლებისთვის გადაცემას და გადატრიალების ლიდერების გასამართლებას მოითხოვენ.