ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს. სამინისტროს ვებსაიტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ოსტინი წერს, რომ ვირუსის ნიშნები სახლში, შვებულების დროს გამოუვლინდა.
თავდაცვის მინისტრის თანახმად, მსუბუქი სიმპტომები აქვს და ექიმის მითითებებს ასრულებს.