რუსეთის ავიაციამ სირიაში ქალაქ იდლიბის მიმდებარე არეალი დაბომბა

რუსეთის ავიაციამ 2 იანვარს სირიაში ქალაქ იდლიბის მიმდებარე არეალი დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათი მონაცემებით, თვითმფრინავებმა ბომბები დაუშინეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს და წყლით მომარაგების სადგურს. იდლიბის წყლით მომარაგება შეწყდა.

მათივე თანახმად, დაზარალდა ქალაქის დასავლეთში მდებარე დროებითი ბანაკები. სააგენტო აღნიშნავს, რომ სირიაში საჰაერო იერიშები არ ყოფილა ნოემბრის შემდეგ.

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმია იტყობინებოდა, რომ მისი სამიზნე მხოლოდ ჯიჰადისტების თავშესაფარი ადგილებია.