ისრაელი 9 იანვრიდან ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ტურისტების მიღებას განაახლებს

ისრაელი 9 იანვრიდან ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ტურისტების მიღებას განაახლებს.

ამასთან, მოგზაურები უნდა იყვნენ აცრილნი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინით ან გადატანილი ჰქონდეთ COVID19.

ქვეყანაში შესასვლელად ტურისტებს მოუწევთ სპეციალური ფორმის შევსება, ასევე თვითმფრინავში ჩასხდომამდე და ჩაფრენის შემდეგაც პისიარ ტესტის ჩატარება და 24 საათით იზოლაცია, ვიდრე ბოლო ტესტის პასუხი არ გახდება ცნობილი.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების სიიდან, სადაც ისრაელის მოქალაქეებს გამგზავრება აკრძალული ჰქონდათ ამოიღეს უნგრეთი, ნიგერია, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, კანადა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.