რატომ მიიღეს „თელმიკოს“ აბონენტებმა ორი ქვითარი

„თელმიკოს“ აბონენტებმა დეკემბერსა და იანვრის დასაწყისში უკვე ორი ქვითარი მიიღეს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2021 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა. თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს.

ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. ელექტროენერგიის მრიცხველების ერთიანი წაკითხვის სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თელმიკოს მომხმარებლების დიდი ნაწილი კიდევ ერთ ქვითარს მიიღებს, სადაც ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების ხარჯი.

სემეკ-ის წარმომადგენელთა განმარტებით, ორი ქვითრის მიღება არ ნიშნავს, რომ აბონენტებს ზედმეტი თანხა დაერიცხებათ, და თუ მაგალითად 100 ლარს იხდიდნენ, ერთი ქვითრით 50-ს ხოლო, მეორე ქვითრით 50-ს გადაიხდიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები უკვე იტყობინებიან ზედმეტი დარიცხვების შესახებ. ჯერ უცნობია, გაკეთდება თუ არა განმარტება ამასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, იანვარში გადახდის სისტემაში ცვლილება GWP-ს აბონენტებსაც შეეხოთ. გადასახადი გაორმაგებულია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ორი თვის გადასახადი წინასწარ არის დარიცხული და მომხმარებლებმა ის იანვრის ბოლომდე უნდა დაფარონ.

ასევე წაიკითხეთ:

აბონენტებისთვის ზედმეტად დარიცხული თანხების გამო „თელასს“ და „თელმიკოს“ ახალი პირობის შესრულება დაევალათ

სემეკმა „თელმიკო“, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯაარიმა