აშშ-ის კონგრესში COVID19-ით ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელია. როგორც კაპიტოლიუმის შენობაში მომსახურე ექიმმა ბრაიან მონაჰანმა კონგრესს 3 იანვარს წერილით შეატყობინა, ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელი, ნოემბრის ბოლოს შემდეგ, 1%-დან 13%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მონაჰანის მონაცემებით, კონგრესში კორონავირუსის ინფიცირების ნაწილი ვაქცინირებულ პირებზე მოდის. ინფიცირების შემთხვევებიდან 61%-ს „ომიკრონ“ ვარიანტი შეადგენს, 38%-ს კი, „დელტა“.
კაპიტოლიუმში მომუშავე ექიმის მონაცემებით, აცრილ პირებს შორის ინფიცირებას არ გამოუწვევია ჰოსპიტალიზაცია, სერიოზული გართულებები ან სიკვდილიანობა, რაც, მისი თქმით, ადასტურებს ვაქცინაციის მნიშვნელობას.
ექიმი კონგრესს ურჩევს, მაქსიმალურად გამოიყენონ მუშაობის დისტანციური ფორმა და შეამცირონ კონტაქტები.