ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ვერტმნფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა ორი მფრინავი. ეკიპაჟის მესამე წევრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია.
ამასთან, ვერტმფრენმა კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა.
მომხდართან დაკავშირებით ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებში დაწყებულია გამოძიება, სასწავლო ფრენები კი, დროებით შეჩერებულია.