უკრაინის კულტურის მინისტრი Netflix-ს უკრაინელების დამახინჯებულად წარმოჩენაში ადანაშაულებს

უკრაინის მთავრობამ Netflix-ს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მიუთითებს, რომ სერიალში „ემილი პარიზში“ კიევის პერსონაჟი უარყოფითად არის წარმოჩენილი. სერიალში უკრაინელი პეტრას როლს დარია პანჩენკო ასრულებს.

უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ Telegram-ზე განაცხადა, რომ უკრაინელი ქალის კარიკატურული სურათი მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

„ასე ხედავენ უცხოეთში უკრაინელებს?“, - ინტერესდება მინისტრი.

„ემილი პარიზში“ მსოფლიოში Netflix-ის ათ ყველაზე პოპულარულ სერიალს შორის არის.

Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილს უპასუხა

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა