ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.

ხერხეულიძემ მედიას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, რომ „სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია“.

„მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. ამ საკითხებით არის მოცული, იმ საკითხებით მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში", - აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს