ჯო ბაიდენი: „ომიკრონი“ ძალიან გადამდები ვარიანტია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ომიკრონის“ გამო, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გაგრძელდება.

„ომიკრონი“ ძალიან გადამდები ვარიანტია, მაგრამ ბევრად განსხვავებულია, ვიდრე წინა ვარიანტები. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თავი. აიცერით. მიიღეთ გამაძლიერებელი დოზა. ატარეთ პირბადე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ს აქვს საკმარისი რაოდენობის გამაძლიერებელი დოზები აქვს, რათა მთელი ქვეყანა აცრას.

ცნობისთვის, COVID19-ის „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა.