დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის 218 724 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 218 724 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 48 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის 13 641 520 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 148 941 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს.