საფრანგეთის პრეზიდენტი: აუცრელ ადამიანებს ცხოვრება ძალიან გაურთულდებათ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ძალიან გაურთულებს ცხოვრებას იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ძალით ვინმეს აცრას არ აპირებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ შესაბამის სტიმულს გაუჩენს აუცრელ ადამიანებს.

„მე არ გავუშვებ მათ ციხეში, ამიტომ უნდა ვუთხრათ, რომ 15 იანვრიდან ვერ წავლენ რესტორანში, ვერ დალევენ ყავას, ვერ წავლენ თეატრსა თუ კინოში“, - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 271 686 ახალი შემთხვევა დადასტურდა.