ისრაელში, COVID19-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში COVID19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსის 11 978 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ისრაელში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს.