სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა სააკაშვილი გამოკითხა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი გამოკითხ, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულება დატოვა.

ვასილ კაკაშვილიმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციების შესაბამისად, გამოკითხვის დროს იყო ბარიერი, თუმცა შეფერხება არ ყოფილა.

„მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ მისგან ამ საკითხის თაობაზე. ყველა კითხვა დავუსვით, რაც შეეხებოდა გორის ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს. ვინც იქნება შემხებლობაში და ვისაც რელევანტური ინფორმაცია ექნება საქმესთან დაკავშირებით ყველა პირი იქნება გამოკითხული.

მიმდინარე საქმეზე გამოკითხულნი არიან არამარტო ექიმები, არამედ 150-მდე პირი, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ასევე სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფები.

კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე იყო ბარიერი, თუმცა ღია კარს მიღმა იყო გამოკითხვა და შეფერხება არ გვქონია“, - განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი სააკაშვილის გამოკითხვას აწარმოებს