მაიკლ მაკფოლი: იმედი მაქვს, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალი ვარშავის პაქტი არ გახდება

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იმედოვნებს, რომ პუტინის CSTO-ს სამხედრო ალიანსი ახალი ვარშავის პაქტი არ გახდება.

მაიკლ მაკფოლი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მისივე Twitter გვერდზე წერს:

„ძველი ხუმრობა იყო, რომ NATO წევრებს ინტერვენციისგან იცავდა, როცა ვარშავის პაქტი საკუთარ წევრებს ესხმოდა თავს. იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალ ვარშავის პაქტი არ გახდება“.

ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის

ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა