"გაერო შეშფოთებით აკვირდება ყაზახეთში შექმნილ ვითარებას", - ამის შესახებ ბრიფინგზე გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ და შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ყაზახეთში. ძალიან მნიშნველოვანია, რომ მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება, თავი შეიკავოს ძალადობისგან და ყველა წარმოქმნილი საკითხი დიალოგის გზით გადაჭრას“, - განაცხადა დიუჟარიკმა.
ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთში, არეულობის დროს ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა
ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა