ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკიმ განაცხადეს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ძლიერი ტრანსატლანტიკური სოლიდარობა ყველაზე ეფექტური პასუხი და ინსტრუმენტია, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად აქვთ.

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ასევე წაიკითხეთ: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა NATO-ს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა