რუსული მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო

რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო.

მათივე ცნობით, ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გაგზავნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით ხდება.

ცნობისთვის, გვიან ღამით ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საგარეო აგრესიის აქტად შეაფასა და დახმარების თხოვნით კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა.

ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთში ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობენ

ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის