ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ

ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. ამასთან დაკვშირებით, ყაზახეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქე ბაჩანა მელაშვილი სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში საუბრობს.

მისივე თქმით, მათ არ აქვთ საკვები და ქუჩაში არასტაბილური ვითარების გამო სახლიდან გასვლასაც ვერ ახერხებენ.

„ყაზახეთში ვართ, კერძოდ ალმათში. საკვების მხრივ ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს. ერთი სიტყვით ყველანაირად ძალიან გვიჭირს და ვერაფერს ვახერხებთ. თუ ვინმეს შეგიძლიათ როგორმე დაგვეხმაროთ ან ვინმე ნაცნობის შესახებ გვითხრათ, რომ შევეხმიანოთ, რათა ცოტა ხნით შევეფაროთ ან საკვებით მაინც დაგვეხმარონ, ძალიან გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ინტერნეტის მდგომარეობაც ძალიან ცუდია, ხან იჭერს, ხან-არა და იქნებ რამენაირად დამეკონტაქტოთ“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში ბაჩანა მელაშვილი.

ცნობისთვის, ყაზახეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

ასევე წაიკითხეთ: რუსული მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო

ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის