Forbes-ის ცნობით,  ყაზახეთში მიმდინარე პროცესების ფონზე ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ლომთაძის ქონება შემცირდა

Forbes-ის ცნობით, ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ, რომელიც ყაზახეთში საქმიანობს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე 1.7 მილიარდი დოლარი დაკარგა. ახლა მისი ქონება დაახლოებით 32%-ით შემცირდა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, Forbes-ის რეიტინგში კი 956-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ცნობისთვის, ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი ყაზახური კომპანიების, მათ შორის ლომთაძის Kaspi.kz-ის აქციები მკვეთრად დაეცა.

ამავე თემაზე:

ოფიციალური მონაცემებით, მიხეილ ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია