NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს უკრაინასა და მის საზღვრებთან არსებული მდგომარეობისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მოლაპარაკებები დისტანციურად გაიმართება.
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წინ უსწრებს 12 იანვარს დაგეგმილ NATO-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები რუსეთის მოთხოვნებს განიხილავენ.
ამასთან, NATO-ში არაერთხელ განაცხადეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს, რომელ ალიანსში გაწევრიანდება.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ასევე წაიკითხეთ: NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხის განსახილველად ვირტუალურ ფორმატში შეიკრიბებიან
უკრაინაში ვიზიტის წინ ჯოზეფ ბორელი NATO-ს გენმდივანს ესაუბრა