მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და მისმა ქალიშვილებმა ყაზახეთი დატოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი მედიის Orda.kz-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ ნაზარბაევის უფრო ძმა, ბოლათ ნაზარბაევი რჩება.

ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნზარბაევი საზოგადოებაში ბოლოს 27 დეკემბერს გამოჩნდა.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ: „თალიბანმა“ ყაზახეთის ხელისუფლებას და პროტესტის მონაწილეებს მშვიდობიანი დიალოგისკენ მოუწოდა

ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს

ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ, „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან