ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ჩატარებული რეიდის დროს პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარებული რეიდის დროს პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაპირისპირების დროს 18 სამართალდამცავი და 26 აქტივისტი დაიღუპა.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ: რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა

BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს

„თალიბანმა“ ყაზახეთის ხელისუფლებას და პროტესტის მონაწილეებს მშვიდობიანი დიალოგისკენ მოუწოდა