ყაზახეთის პრეზიდენტი: სამშვიდობო ჯარები ყაზახეთში სიტუაციის სტაბილიზაციამდე დარჩებიან

"სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ყაზახეთი აგრესიის შეიარაღებული აქტის წინაშე დგას, რომელიც კარგად მომზადებული და კოორდინირებულია ქვეყნის გარეთ გაწვრთნილი დამნაშავეებისა და ტერორისტული ჯგუფების მიერ", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

„ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის აღმოსაფხვრელად და ყაზახეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყების ბრძანება გავეცი. ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანაში კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება. პოლიცია ფართომასშტაბურ და კარგად კოორდინირებულ სამუშაოს აწარმოებს. ეროვნულმა გვარდიამ და შეიარაღებულმა ძალებმა კონსტიტუციის შესაბამისად წესრიგი უნდა აღადგინონ“, - აღნიშნა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ: HRW-ი ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს „გაუფრთხილებლად სროლის“ შესახებ ბრძანება დაუყოვნებლიბ გააუქმოს

BBC: სისხლისღვრის შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა საწვავის ფასზე რეგულაციას შემოიღებს

რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა