ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ყაზახეთის მთავრობას მიმართა, რომ, თავად შეუძლია, გაუმკლავდეს პროტესტს, რუსეთის დახმარების გარეშე. ამის შესახებ BBC წერს. ბლინკენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ განთავსდა რუსული ჯარი ყაზახეთის ტერიტორიაზე.
"უახლესი ისტორიის ერთი გაკვეთილია, როცა რუსები ერთხელ მოვლენ თქვენ სახლში, შემდეგ ძალიან რთულია, დაატოვებინო", -განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
ასევე წაიკითხეთ: რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა
რუსული მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო