ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
„მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო, რომელიც ყაზახეთის სხვადასხვა რეგიონში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა გამოიწვია, 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა”, - ვკითხულობთ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებაში.
ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
ასევე წაიკითხეთ: რუსული მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო