ვაჟთა შორის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაასაჩივრა ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილება მისთვის ვიზის გაუქმების თაობაზე. ჯოკოვიჩის თქმით, მას COVID-19 გადატანილი ერთი თვის წინ აქვს, ამიტომ მასზე არ უნდა ვრცელდებოდეს ქვეყანაში მოქმედი ვაქცინაციის წესები.
შეგახსენებთ, ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა, კორონავირუსზე აუცრელობის გამო გაუუქმა.
ცნობისთვის, 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლდა.
ასევე წაიკითხეთ: ავსტრალიის საიმიგრაციო ცენტრში მყოფმა ჯოკოვიჩმა მხარდამჭერებს მიმართა
ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და მის დეპორტაციას გეგმავს