ევროპის ქვეყნებში COVID19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

"COVID19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ბელგიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და ავსტრიაში გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა", - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ამასთან, კვირას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი შეიკრიბა.

მომიტინგეებმა ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „ვაქცინაციის დიქტატურა“, რითაც რესტორნებში, ბარებსა და სხვა ადგილებში კოვიდ საშვების წარდგენის წესი გააპროტესტეს.

ასევე წაიკითხეთ: ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ დაფიქსირდა

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს