იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი:  ისრაელის რადიკალური ჯგუფები წმინდა ქალაქში ქრისტიანების ყოფნას საფრთხეს უქმნიან

"ისრაელის რადიკალური ჯგუფები წმინდა ქალაქში ქრისტიანების ყოფნას საფრთხეს უქმნიან", - ამის შესახებ იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა განაცხადა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე III აღნიშნავს, ისრაელის რადიკალური ჯგუფების მიზანი იერუსალიმის ძველი ნაწილიდან ქრისტიანული თემის განდევნაა.

„იერუსალიმში ჩვენი ყოფნა საფრთხის ქვეშაა. ისრაელის რადიკალური ჯგუფების მხრიდან ჩვენ ეკლესიებს საფრთხე ემუქრება. ამ სიონისტი ექსტრემისტების ხელში, იერუსალიმის ქრისტიანული საზოგადოება დიდად იტანჯება. ჩვენი ძმები და დები არიან სიძულვილის დანაშაულის მსხვერპლი. ჩვენი ეკლესიები არის მუდმივად შებილწული და დარბეული“, – აცხადებს თეოფილე III.

ამასთან, იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს კონკრეტული ჯგუფი არ დაუსახელებია.