ნიუ-იორკში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 19 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი დაიღუპა

ნიუ-იორკში, ბრონქსში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი.

ამასთან, ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის მთავარმა მრჩეველმა სტეფან რინგელმა დაადასტურა მსხვერპლის შესახებ მონაცემები. ქალაქის ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, Associated Press-ს დაუდასტურა ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა.

დამწვარი ბინების 50-ზე მეტმა მაცხოვრებელმა მიიღო დამწვრობები, კიდევ 13 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, იტყობინება რინგელი. დაზარალებულთა უმრავლესობას სასუნთქი ორგანოების დამწვრობა აქვს.