ყაზახეთის პრეზიდენტმა ალიხან სმაილოვი პრემიერ-მინისტრად დანიშნა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ალიხან სმაილოვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ამასთან, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა დაითხოვა.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ: მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა

ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს