შვედეთის პოლიციამ პრემიერ-მინისტრის სახლში არალეგალი მიგრანტი დამლაგებელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ დამლაგებელი ქალი ნიკარაგუელი არალეგალი მიგრანტი იყო, რომლის დეპორტაციის ბრძანება იყო გაცემული. 20 წლის დამლაგებელი პოლიციამ შვედეთის საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანა.
ცნობისთვის, მაგდალენა ანდერსონი პირველი ქალია, რომელიც შვედეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. ამასთან, მან ერთ-ერთ პრიორიტეტად არალეგალურ დასაქმებასთან ბრძოლა დაისახა.