ლატვიაში რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.
ლატვიის სპეცსამსახურებმა დააკავეს ორი პირი, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლო საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილი.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულებს რუსეთის სპეცსამსახურებს აწვდიდნენ ინფორმაციებს ლატვიის შეიარაღებული ძალებისა და ქვეყანაში NATO-ს გაძლიერებული ყოფნის შესახებ.
მეორე დაკავებული მოსკოვთან მრავალწლიანი თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულების ვინაობა, ლატვიაში მათ მიერ დაკავებული თანამდებობები და მათი დაკავების ზუსტი დრო.