უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას მოლოდინი აქვს, რომ დასავლეთი რუსეთს NATO-ს არაგაფართოების საკითხზე იურიდიულ გარანტიებს არ მისცემს. დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე ვეტოს უფლება არ აქვს.
„ეს წითელი ხაზია, რომელსაც არც უკრაინა და არც ჩვენი პარტნიორები არ გადაკვეთენ“.
„კოლექტიური დასავლეთი არ წავა იმაზე, რომ რუსეთს იურიდიული გარანტიები მისცეს NATO-ს აღმოსავლეთით არაგაფართოების საკითხზე, ვინაიდან ეს დასავლეთის სტრატეგიული დამარცხება იქნება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რითაც აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრას გამოეხმაურა.
ამავე თემაზე